თემქის პოლიციის განყოფილებასთან ექვსი პირი დააკავეს

თემქის პოლიციის განყოფილებასთან ექვსი პირი დააკავეს. შსს განმარტებით, მათგან ერთი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხუთი კი ნიღბის მოხსნის შესახებ სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის

„2024 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვა.

თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას. ერთ-ერთი მათგანი დაკავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხოლო 5 პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას ნიღბის მოხსნის შესახებ“, – აცხადებენ შსს-ში.

თემქის პოლიციის განყოფილებასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა ნიღბების ტარების გამო დააკავეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს გიორგი გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებები და ახლა ანადგურებენ თავდასხმის სათვალთვალო კამერების კადრებს
შემდეგი სტატია,, უბანი არ უნდა გაანაწყენო ჭუკლი!” – შალვა რამიშვილი საბა ბუაძეს