თემქის პოლიციასთან აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი ოლიგარქის სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

18 იანვარს, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული რომან აკოფოვი ოლიგარქის სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

აკოპოვს 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რომან აკოფოვი 18 იანვარს, თემქის პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 5 პირთან ერთად დააკავეს, 4 მოქალაქე გუშინ გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ ერთ დაკავებულის, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიუილსონი: სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვი
შემდეგი სტატიაTV25-ის მაუწყებლობა და ყველა სოციალური პლატფორმა შეჩერებულია