თემქაზე 24 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს

თბილისში, თემქაზე 24 წლის ბიჭი საყურის ტარების გამო სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოში იმყოფება. ის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. მას ტვინის შერყევა აქვს და მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას თავს 3 არასრულწლოვანი დაესხა.

„აქვს ტვინის შერყევა და ნაკერები თავზე. სახლიდან გამოვიდა, მიდიოდა მეგობართან, დახვდნენ არასრულწლოვნები, სრულიად მოულოდნელად ჩაარტყეს თავში რკინის ხელჯოხი და ურტყეს მუშტები. არ მოეწონათ ჩემი შვილის აღნაგობა და ჩაცმულობა, აი მხოლოდ ამის გამო.

„ჩემი შვილი ხელოვანია, მუშაობს, არის სრულიად გაწონასწორებული. ხანდახან საყურეს ატარებს. მიიღო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი, ჩვენც, მთელმა ოჯახმა. არაფრის გამო, მხოლოდ მიდიოდა თავისთვის ქუჩაში. როგორც ვიცით, ხშირად ყოფილა რეპლიკები უბნელების მხრიდან.

სამი არასრულწლოვანი იღებდა მონაწილეობას. ჩემმა შვილმა ამოიცნო თავდამსხმელები. განსხვავებული ჩაცმის სტილი აქვს და საყურე უკეთია, მაგრამ ასე თუ ყველამ შეურაცხყოფა მიაყენა ქუჩაში, ეს რა არის. მინდა რომ ყველა ასეთი მოძალადე დაისაჯოს სათანადოდ“, – აცხადებს დაშავებულის დედა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეჭვმიტანილები არ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშიმადრიდის სამიტზე გავაერთიანეთ ალიანსი, რათა აღვუდგეთ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპისთვის, ასევე სისტემატურ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის მსოფლიო წესრიგს – ბაიდენი
შემდეგი სტატიარუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს… ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება – მაკრონი