თემო მურვანიძის ვარაუდით, გვარამიას და მის „მეგობარ რევოლუციონერებს“ ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭებათ

თემო მურვანიძის ვარაუდით, გვარამიას და მის „მეგობარ რევოლუციონერებს“ ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭებათ

თემო მურვანიძის ვარაუდით, გვარამიას და მის „მეგობარ რევოლუციონერებს“ ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭებათთემო მურვანიძის ვარაუდით, გვარამიას და მის „მეგობარ რევოლუციონერებს“ ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭებათ
„არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში, გვარამიას და მის “მეგობარ რევოლუციონერებს” მოწმის სტატუსი შეეცვალოთ და ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭოთ,“ -წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიტიკოსი თემო მურვანიძე.
მურვანიძე განმარტავს, რომ ასეთ დასკვნას ფაქტების კონსტატაცია აძლევს.
„იურისტი არ ვარ, მაგრამ უკვე დადასტურებული მასალა, რაც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, ვგონებ, სრულიად საკმარისია მოწმის სტატუსის შესაცვლელად, თუმცა ეს საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა,“ – წერს თემო მურვანიძე სოციალურ ქსელში და ამ კონტექსტში ირაკლი ბათიაშვილის შემთხვევას იხსენებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პატიმრობა ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის შეფარდეს
„აქ ალბათ უპრიანი იქნება გავიხსენოთ თუნდაც ირაკლი ბათიაშვილის შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ტელეფონში თქვა ფრაზა – „გამაგრდით, ბიჭებო“ და ამისათვის გადატრიალების მუხლით ციხეში გაუშვეს,“ – წერს პოლიტიკოსი თემო მურვანიძე.

banner
წინა სტატიაში“ქვეყანას, რომელიც მზად არის, რომ მიიღონ ნატო-ში, სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას იქ მიესალმებიან”
შემდეგი სტატიაეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0026 -ით გამყარდა