თემო მურვანიძე მურისძესთან დაკავშირებით სკანდალური ინიციატივით გამოდის

თემო მურვანიძე მურისძესთან დაკავშირებით სკანდალური ინიციატივით გამოდის

თემო მურვანიძე მურისძესთან დაკავშირებით სკანდალური ინიციატივით გამოდის„მურუსიძე მიშას და ვანოს ნოტარიუსი და ყველა იმ საქმის მოსამართლე იყო, რის გამოც მთელი საქართველო მაშინ დემონსტრაციებს მართავდა. ადამიანებს არ უნდა შერჩეთ, ის რაც დააშავეს,“ – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი თემო მურვანიძე „ფესიბუქში“ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას. ამასთან, მურვანიძე ინიციატივითაც გამოდის, რომ ამიერიდან მურუსიძეს, როგორც მოსამართლეს, ყველამ აცილება მისცეს. „რადგან ლევან მურუსიძეს არ ეყო კაცობა, რომ არ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა, ამიტომ, მაქვს წინადადება: ყველა იმ საქმეს, რომელიც მას დაეწერება, ამ საქმეში მონაწილე მხარეების მიერ მიეცეს აცილება და ეს იქნება საზოგადოების აშკარა პროტესტი, რადგან მან ერთი საქმეც ვეღარ უნდა განიხილოს!“ – წერს პოლიტიკოსი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელ „ფესბუქში“.

banner
წინა სტატიაშილაშა მახარაძის დედა იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულები ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანენ
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზთან ჯაზის კონცერტი გაიმართება