„თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, ხელყუმბარა შემოიტანეს მისი მკვლელობის მერე”

სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის უფროსს სიცრუეში ადანაშაულებს. ვახტანგ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ხელყუმბარა რომელზეც სუს-ის განცხადებით მოკლულის დნმ-ი აღმოჩნდა, სამართალამცველებმა 19 წლის თემირლანის მკვლელობის შემდეგ ადგილზე თავად მიიტანეს და გარდაცვლილის დნმ-ი წაუსვეს.

„თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, ხელყუმბარა შემოიტანეს მისი მკვლელობის მერე. იმიტომ ვიყავით ჩვენ 4 საათის განმავლობაში მძევლად აყვანილები, სანამ იმ ხელყუმბარას მოიტანდნენ. მე რომ ამიყვანეს მეორე სართულზე, თემირლანის ოთახში, რომ მითხრეს, რომ თემირლანმა წინააღმდეგობა გაგვიწიაო, რომ შევიხედე კრაოტი მთლიანად სისხლშია ამოსვრილი, პოლი სისხლშია ამოსვრილი. იქვე ტელეფონი გდია თემირლანის, ისინიც სისხლშია ამოსვრილი, ყურსასმენები სისხლშია ამოსვრილი. ყუმბარაზე რომ მითხრეს, რომ გავხედე, ერთი სისხლის წვეთი არ იყო ხელყუმბარაზე. მე ვუთხარი, მაგაზე ხომ ერთი სისხლის წვეთიც არ არის მეთქი. თუ მაგას ხელყუმბარა ეჭირა ხელში, მაგაზე სისხლი ხომ უნდა იყოს. იყოს კი არა, ამოსვრილი უნდა იყოს სისხლში,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილები სუს-ის ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის განცხადებებს 25 ნოემბერს პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას უკავშირებს.

„მე მსურს, რადგან ასეა საუბარი, მტკიცებულებებზე ღიად ისაუბრონ და ყველა ის მტკიცებულება, ყველა ის არგუმენტი, რაც მიეთითა, იქნეს დამტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთ უფლების დარღვევაზე მივმართავთ სასამართლოს,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის თეატრის დარბაზის განახლების პროცესი დაათვალიერა
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი – ესაა თქვენი დემოკრატია და დასავლური ფასეულობები?!