თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დამნაშავეთა დასჯა – პანკისში დღეს აქცია გაიმართება

პანკისის ხეობის მცხოვრებლები, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებას, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნებით საპროტესტო აქცია, დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში გაიმართება.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას გარკვეულ ვადას მისცემენ, რის შემდეგაც, მასშტაბური აქციები უკვე თბილისში გადაინაცვლებს.

„ხეობის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ აქციები გამართონ და პროტესტი გამოხატონ. ყველამ იცის რა სახის დანაშაული იქნა ჩადენილი. ამიტომ ითხოვენ იმ ხალხის დასჯას, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სესიაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიამეიდანზე მდებარე რესტორან „მაჭახელაში“ ცეცხლის ლიკვიდირება გვიან ღამით მოხერხდა