თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყო – EMC

admin
ავტ.: admin ნოემბერი 25, 2020 14:03

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყო – EMC

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული, – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და მთავრობის პოზიციაში წარმოდგენილია აშკარა ფაქტობრივი უზუსტობები თემირლანის უკანონო კავშირებთან დაკავშირებით.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა – ვახა მაჩალიკაშვილი, დედა – მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და – ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია ელენე მაჩალიკაშვილი დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე,” – ნათქვამია EMC-ის ინფორმაციაში.

EMC-ის ადვოკატის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში ამ დრომდე არ წარმოუდგენია მყარი მტკიცებულებები.

“მთავრობა ცდილობდა ევროპული სასამართლოს წინაშე, რომ ეს კონტრტერორისტული ოპერაცია იყო, ეს მტკიცებაც იყო პოლიტიკური, სახელმწიფოს მცდელობა, სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული მაღალი სტანდარტისთვის გვერდი აერიდებინა და დაბალი სტანდარტებით ემტკიცებინა ძალის გამოყენება, თუ პროპორციულობა, არ იქნება გაზიარებული ევროპული სასამართლოს მხრიდან,”- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თვლის, რომ ბრძოლას აქვს აზრი, რომლის დასრულების შემდეგაც ის პანკისს დაუბრუნდება.

“ჩემი ბრძოლა ის იყო, რომ ისევ ახალგაზრდები, მეორე თემირლანი არსად არ აღმოჩენილიყო ამნაირ ტრაგედიასთან. ვთვლი ამ ბრძოლას აქვს აზრი და ისევ, რომ დავუბრუნდე პანკისს, ვინც მეწინააღმდეგება, იყვნენ მშვიდად, მათ ოჯახებში თემირლანი არ განმეორდება,”- აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 25, 2020 14:03

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics