თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალებს დღეს ადვოკატი გაეცნობა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალებს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატი გაეცნობა. უფლებადამცველი საგამოძიებო უწყებაში დღის მეორე ნახევარში მივა. ის თავადაც გეგმავს სხვადსხვა ჩანაწერებისა და ფოტო მასალის უწყებისთვის გადაცემას.

გარდა ამისა, კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, მისი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

„მაინტერესებს უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მათ მიერ წარმოდგენილი ფოტო მასალა და არსებული საქმის მასალებში დართული და ჩემს მიერ მოპოვებული ფოტო მასალა, რომელიც იყო გადაღებული შემთხვევის დღიდან. ეჭვს ბადებს მრავალი მოქმედება, ეჭვს ბადებს ყველაფერი ფაქტობრივად,” – აცხადებს კუბლაშვილი.

კუბლაშვილმა გუშინ საპატიმროში ასევე მოინახულა რუსლან ალდამოვი.

“მოვინახულე ბრალდებული რუსლან ალდამოვი, უფრო დეტალურად ვისაუბრეთ. რაც მთავარია ფოტო მასალები მქონდა უკვე, სადაც თავისუფლად იცნო ადამიანები, რომლებიც გაიცნო პანკისის ხეობაში,“ – განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია – Freedom house
შემდეგი სტატიაპავლიაშვილის საქმეზე პროკურატურამ ძიება შეწყვიტა – ოჯახი გენერალურ ინსპექციას მიმართავს