თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. შესაბამის დადგენილებას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა. ფრაქციამ საქართველოს პარლამენტს განსახილველად შესაბამისი დადგენილება თებერვალში წარუდგინა.

პარლამენტში დღეს მიღებული გადაწყეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, სალომე სამადაშვილმა, თინა ბოკუჩავამ და ნიკა მელიამ გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ „უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო“.

ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დააფიქსირა თავისი ნება. ჩვენ ამაზე გქონდა მსჯელობა, მათ შორის მაშინ, როდესაც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება. საკმარისზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ვიდრე სხვას მოუწოდებთ გამბედაობისკენ, თქვენ მოგიწოდებთ გონიერებისკენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზემო ბოდბეში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ​აზერბაიჯანთან დავლაგდებით