თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ

გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

პროკურატურაში არ უარყოფენ, რომ საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას პასუხობს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით
შემდეგი სტატიაგლდანის ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა