,,თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტი დეტალურად განიხილავს”

region
ავტ.: region აპრილი 16, 2019 17:57

,,თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტი დეტალურად განიხილავს”

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტი დეტალურად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაისვა და მოთხოვნა იყო, რომ საკითხის განხილვის ვადა გადმოგვეწია, რასაც დავთანხმდით. შესაბამისად, პარლამენტი ამ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯერ საპარლამენტო ფორმატში მსჯელობა უნდა შედგეს. დეტალური განხილვა გვექნება. მათ შორის უნდა მოვუსმინოთ ყველას, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს და გადაწყვეტილება ნებისმიერ ფორმატზე ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა

region
ავტ.: region აპრილი 16, 2019 17:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics