თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ოჯახის ადვოკატები დეტალებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის დეტალებს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ.

ადვოკატები, რომლებიც ამ საქმეს დიდი ხანია სწავლობენ ამბობენ, რომ გამოძიებაში ბევრი ხარვეზია და აუცილებელია, რომ ამის შესახებ ელჩები ინფორმირებულები იყვნენ.

EMC-ის იურისტების თქმით, არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც გამოძიების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება.

დღევანდელ შეხვედრას საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„გავუზიარებთ მიმდინარე გამოძიების პროცესებს და იმ ხარვეზებს, რომელიც გამოძიების პროცესში ფიქსირდება და ასევე ვილაპარაკებთ ზოგადად პანკისის ხეობაში შექმნილ სიტუაციაზე. თუ რა ტიპის უნდობლობა წარმოშვა ამ საქმემ ხეობაში,“-განაცხადა თამთა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელების დაჭრის ფაქტზე ძებნილი გოჩა ცხვედიანის საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის
შემდეგი სტატიაკვლავ უცნობია მთავარი ნაძვის ხის ბედი – თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო