თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ენმ-მ სესიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა

ენმ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი დეპუტატებს სესიაზე სალომე სამადაშვილმა წარუდგინა. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები პასუხმგაუცემელია. ამბობენ, რომ ვერც ვახტან გომელაურისგან მოისმინეს შესაბამისი ინფორმცია ამ საქმეზე და ამიტომ საგამოძიებო კომისიის შემქნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„გასული რამდენიმე კვირის მანძილზე თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე კიდევ ერთხელ მოექცა ჩვენი საზოგადოების ყურადღების ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელიწადია მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ მართავს საპროტესტო აქციებს, სამწუხაროდ სათანადო ყურადღება ამ საქმეზე ვერ დაიმსახურა. ვერც შესაბამისი უწყებებიდან და ვერ გამოძიების პროცესი წინ ვერ წავიდა და ჩვენ აქ ამ დარბაზში მათ შორის მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელს ბატონ გომელაურს, რომელმაც თავისი შეფასებები გააკეთა ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სხვადასხვა ჩანაწერები რომლის ნამდვილობა მე არ ვიცი, რომლის მიზანიც აშკარად იყო საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა და ეს ყველაფერი არ ცვლის ძალიან მძიმე რეალობას და ეს მძიმე რეალობა არის ის რომ მოკლულია ახალგაზრდა ადამიანი და მის ოჯახს, მის თემს არ აქვს მიღებული პასუხი შეკითხვაზე თუ რატომ განხორციელდა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წინადადება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და შესაბამისად იმედი გვაქვს რომ ამ წინადადებას მხარს დაუჭერენ საკმარისი რაოდენობით საქართველოს პარლამენტის წევრები,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სესიაზე საკითხის განხილვს მმართველი პარტიის უმრველოსობა არ ესწრებოდა. კომისიის შემქნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სესიაზე გავიდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტი კენჭს ორ კვირაში უყრის.

კომისიის შექმნას მხარს უჭერენ “ევროპული საქართველოს” წევრები. ასევე კომისიის შექმნის მომხრეები არიან “პატრიოტთა ალიანსი” და “ოცნებიდან” დემარშით წასული დეპუტატები.

banner
წინა სტატიაშირულოვსზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, გელა კვარაცხელია დაკავებულია
შემდეგი სტატიასხვა პლანეტაზე ცხოვრობს კალაძეც და მისი ბატონი ივანიშვილიც-რას წერს ხაბეიშვილი კალაძის ძვირადღირებულ შენაძენზე?!