თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება

თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება. ხეობაში დღეს ოჯახის ადვოკატი, ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი და გამომძიებლები ჩავლენ. ისინი სწორედ იმ ოთახს დაათვალიერებენ და შეისწავლიან, სადაც 19 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. აღნიშნული ოთახი ექსპერტებმა რამდენჯერმე დათვალიერეს და გარკვეული მტკიცებულებები მოიპოვეს, თუმცა ოჯახის მოთხოვნით მიმდინარე საგამოძიებო პროცესში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული.

banner
წინა სტატიაშირა ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და რატომ აღმოჩნდა იგი პოლიტიკურ ნოკაუტში?
შემდეგი სტატიაკიევის უზენაესი სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის საჩივარს განიხილავს