თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს EMC-ის იურისტები შეხვდებიან

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტები შეხვდებიან.

პანკისელები სპეცოპერაციის შემდგომ ხელისუფლებისადმი ნდობის შესუსტებასა და სხვა სოციალურ-კულტურულ ფაქტორებზე ისაუბრებენ.

შეხვედრაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრებენ.

„ადგილობრივები უთითებენ სპეცოპერაციის შემდეგ ნდობის კრიზისზე. პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები ხეობაში არ ჩასულან და ნდობის აღდგენისთვის არაფერი გაუკეთებიათ,“- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

banner
წინა სტატიაში109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა გადაკეტეს
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა