თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმე რჩება. ის თელავის რეფეალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და როგორც ექიმი აცხადებს, ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. დაჭრილს ოპერაციის შემდგომი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. მაჩალიკაშვილი კვლავ მართვით სუნთქვაზეა და ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზზმა ესროლა და მას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ – ადვოკატებს მასალები გადასცეს
შემდეგი სტატიაშსს-მ ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა