თემირლან მაჩალიკაშვილის მამა შვილის უდანაშაულოდ ცნობასა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა შვილის უდანაშაულოდ ცნობასა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურორთან შეხვედრამდე განუცხადა.

„ეს მხოლოდ ჩემი თხოვნა არ არის, ეს მთელი ქვეყნისა და ჩეჩნეთის დიასპორის მოთხოვნაა. რაც ადვოკატებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ამაზე მისცენ წვდომა, რომ მე გავიტანო ევროპის სასამართლოში. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 70%-ისა და პანკისის ხეობის მოთხოვნა.

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც დაგეგმა, ვინც ისროლა. ყველა უნდა დაისაჯოს ჩვენი კანონითაც. არასწორი ინფორმაციები ჰქონდათ, ჩვენი კანონით უნდა დაისაჯოს, დახვრეტას კი არ ვიძახი, შეეშალათ მისამართი, ბინა, სახელები, ამათ ყველაფერი ეშლებათ. თვითონ იცის სუს-მა რა შეეშალა“, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მთავარ პროკურორთან შეხვედრამდე.

დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს ხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი უძილაური: ტერმინი “ნამდვილებში” არ იძებნება მორალი
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია „World Vision“-ის წარმომადგენლებს შეხვდა