თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით მაჩვენებლები გართულდა. მაჩალიკაშვილი უკვე 8 დღეა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, რამდენიმე დღეში კი თბილისში გადაიყვანეს.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კმ-ზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაირანი – რევოლუცია თუ სამოქალაქო ომი?