თემირლან მაჩალიკაშვილის დედა – ამას ასე არ დავტოვებთ, მთელი ხეობა, სანათესავო და საგვარეული ფეხზე დადგება

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასა და გამოძიების არასწორ მიმდინარეობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებას საქართველოს საზღვრებს გარეთაც შეეცდებიან. მათი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს კრიმინალთან და იარაღთან კავშირი არ ჰქონია და ამის მტკიცებულება არც შესაბამის ორგანოებს აქვთ. მშობლები მის ჩატაევთან კავშირსაც აბსურდად მიიჩნევენ.

“პოლიციის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება, ამას მთელი ხეობა დაამტკიცებს. მთელი სოფელი დაამტკიცებს, რომ ეს ცრუ ინფომრაციაა. ჩემს შვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია არც იარაღთან, არც კრიმინალთან. უბრალოდ დაამტკიცონ ელემენტარული რომ, აი ამაშია თქვენი შვილი ეჭვმიტანილი, აქვთ რამე დამამტკიცებელი? არ აქვთ”, – აღნიშნავს მაჩალიკაშვილის დედა, მედეა მაჩალიკაშვილი.

19 წლის დაჭრილი ბრალდებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე, განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მისი მშობლები და ოჯახის ახლიბლები არიან შეკრებილები.

“სასწაული თუ გადაარჩენს, იმედს არ იძლევიან. ამბობენ, ვითომდა ჩატაევთან აქვს კავშირში, ეს გამორიცხულია. ამ ბავშვის თაობაზე ეს უნდა გამოირიცხოს, დიდი ტყუილია. სამომავლოდ სიმართლის დასამტკიცებლად ევროპასა და რუსეთში ძალიან შეძლებული ხალხი მყავს, თუ აქ თუ სადმე რამე არსებობს აქ დავამტკიცებ, მაგრამ არა მგონია. ქართველ ხალხზე არ მაქვს საუბარი, ზემდგომ ორგანოებზეა საუბარი. თუ ის არ გამოვიდა მდგომარეობიდან, დასაკარგი არაფერი მაქვს, სტრასბურგამდე ჩავალ, არაფერს არ დავზოგავ”- აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღეს თელავის რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ სამართალდამცველთა აქტივობა არ შეინიშნება. ადგილზე აღარ იმყოფებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაშიელექტროენერგია 1.56 თეთრით გაძვირდება
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს განცხადება