თემირლან მაჩალიკაშვილი შეეცადა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა – პანკისის სპეცოპერაცია

სუს-ის ინფორმაციით, პანკისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს. სპეცოპარაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი სუს-ში ცოტა ხნის წინ გაიმართა. როგორც ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სპეცოპერაციისას დაჭრილმა პირმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მისი მისამართით გასროლა განხორციელდა:
„დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს. თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ტავის არეში მიიღო დაზიანება, იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია,“-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ქმრის მიერ ილიაუნიში მოკლული ლექტორის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
შემდეგი სტატიასომხეთის პრეზიდენტმა თბილისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო