უმაღლესი რანგის შეხვედრები მქონდა ბრიტანეთში საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ დეივიდ კამერონთან და ასევე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.
პირველი, რომ ნამდვილად უპრეცენდენტოა, როცა ოპოზიციის ლიდერებს ხვდება ამ რანგის წარმომადგენელი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან და ეს მკაფიოდ მიუთითებს იმ პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც არის ბრიტანეთში, ნორევეგიასა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.
მეორე, რომ სწორედ საზოგადოების მასობრივმა პროტესტმა, იმ უპრეცენდენტო რაოდენობის პროტესტმა, საქართველო დააბრუნა ტოპ დღის წესრიგში დასავლურ ქვეყნებში და მთელი მსოფლიოს მედია, ბრიტანული, ამერიკული მედია ყველა საუბრობს საქართველში მიმდინარე საკითხებზე, შესაბამისად უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პროტესტში მონაწილე ადამანებს, იმ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის და საქართელოს საბოლოო დერუსიფიკაციისთვის, რომელიც ჩვენი ამოცანაა.
მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრეთ სანქციებთან დაკავშირებით და ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და იმ პოლიტიკას, რომელიც არის ევროკავშირის მხრიდან, ისინიც განიხილავენ და შეურთდნენ ამ საკითხებს.
რატომ? იმიტომ, რომ მათთვის ძალაინ მკაფიოა ქართევლი ხალხის არჩევანი, რომელიც გამოიხატა პროტესტებით და აქციებით და მეორე მხრივ ძალიან მკაფიოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ცივი ომი გამოუცხადა დასვლელ პარტნიორებს და საქართველოში ევროპულ ინტერგრაციას.
შესაბამისად ახლა ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის , რომ
მაქსიმალურად ერთიანი ძალებით მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც არის უახლესი ისტორიის ალბათ ერთ ერთი ყველაზე გადამწყვეტი დღე, დღე როდესაც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ცივილიზაციური არჩევანი, სად დგას საქართველო, ვართ ევროკაშირის წევრი, თუ ვართ აი ამ ჭაობში, საითაც მიგვათრევს „ქართული ოცნება“, ეს ღალატის და უსამშლობოთა პარტია, ასე ვთქვათ გაერთიანება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნებასურვილს ასრულებს.
ვართ ძლიერი ძლიერთა შორის, ვართ იმ ევროპელ ცივილიზაციებს შორის, რომლებიც კონსესუსის წესით იღებენ გადაწყვეტილებებს განვითარებასთან დაკავშირებით, თუ ვართ ასე ვთქვათ საბჭოთა წარსულისკენ, უკან მიმავალი სახელმწიფო.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპული ენერგიის კონსოლიდაციით, როგორც იყო ეს აქციების პირობებში, გამარჯვება არის ძალიან ახლოს და გარანტიას გაძლევთ, რომ სრული მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებას ექნება დასვლელი პარტნიორეის მხრიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, მთლიანად ჩვენი ასე ვთქვათ დასავლელი პარტნიორები, რაღა თმა უნდა ძალიან ბევრ დამკვირვებელს გამოაგზავნიან არჩევენბზე, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“, ამ ღალატის პარტიის უკანონო ქმედები არჩევნებზე.
მერწმუნეთ, რომ ჩვენც მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე ძალაინ სერიოზულად ვემზადებით და უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას, იმისათვის, რომ გამარჯვება რომელიც ასე სწყურია ქართველ ხალხს, ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვოთ.
და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ კამერონთან შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მიხეილ საკააშვილის მდგომარეობაზე, მან მოიკითხა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაინტერსედა სააკაშვილის პატიმრობის პირობებით, რომელიც მიუთითებს ბრიტანეთის მხრადამჭერ პოზიციაზე და რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს სააკაშვილთან მიმართებაში და დადგება დღე, როდესაც აბსოლიტურად ყველა ქართველი განთავისუფლდება რუსული რეჟიმისგან და ძალიან სწრაფ განვითარებას დავიწყებთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ის დიდი ინვესტიციები, 14 მილიარდამდე პაკეტი, რომელიც არის სხვადასხვა ფონდებში, ევროპულ, ამერიკულ, ბრიტანულ ფონდებში ელის იმას, რომ ცვლილებები მოვიდეს საქართველოში, დემოკრტიულმა ძალებმა შევატრიალოთ საქართველოს განვითარება ევროპული მიმართეულებით და ყველა ეს თანხა მივღოთ იმისთვის რომ საქართველომ ძალიან მძლავრი ეკონომიკური განვითრება განახორციელოს“ – გიორგი ვაშაძე