თელავში ვალერი კვარაცხელიას მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს კვერცხები ესროლეს

ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ წევრები თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, ვალერი კვარაცხელიას „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრებას აპროტესტებენ.. სასახლესთან პლაკატებით 20-მდე ახალგაზრდაა შეკრებილი.

მათ ღონისძების მონაწილეებს კვერცხები ესროლეს.

ამასთან, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას მიერ თელავში დაგეგმილი ღონისძიების გამო, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა შს სამინისტროს მიმართა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, საქართველოს კანონით (“თავისუფლების ქარტი“) განსაზღვრულმა კომისიამ წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა, გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

„კომისია მიმართავს შსს-ს, საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები. კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთოხების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ისეთი უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, რომ აუცილებლად დავაფიქსირებთ ქორწინების საკითხზე ცვლილებას კონსტიტუციაში”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია