თელავში, სტიქიის ზონის ეპიცენტრში, ვარდოშვილის ქუჩაზე შენობების დემონტაჟი იგეგმება.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა კახეთის ხმა ავრცელებს და წერს, რომ ეს ის ადგილია, სადაც წინასწარი ვარაუდით, მშენებლობები უკანონო ნებართვების გაცემის შემდეგ მოხდა.
12 ივლისს თელავში მომხდარი სტიქიის შედეგად ვარდოშვილის ქუჩის ამ ნაწილში შენობების საძირკველი ჩავარდა და გზის ნაწილიც ჩაიყოლა.















