19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

თელავში, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

სტიქიის მოვლენების ეპიცენტრი ღვარცოფის ნარჩენებისგან თითქმის სრულად გაიწმინდა – სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების გამაგრებაც.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები.

მისივე თქმით, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების გამაგრება.

“თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან. აქტიურად სრულდება გაწმენდითი სამუშაოები კავკასიონის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე, სეხნიაშვილი ქუჩაზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები დამბების მიმართულებით, გზა გავიდა მესამე დამბამდეც.

ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სხვადასხვა სოფლებში ვამუშავებთ სავარგულებს, დაზიანებულ გზებს. მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების აქტიური გამაგრება“,- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ინფორმაციისთვის, 12 ივლისს უხვი ნალექის შედეგად, ქალაქ თელავში, თელავის ხევი ადიდდა, რომელმაც დატბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დააზიანა ინფრასტრუქტურა.

banner
წინა სტატიაშიჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი