ამ დროისთვის, თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თელავის ხევში ამ დროისათვის წყლის დონემ იკლო
მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახური მუშაობენ დილიდან, სტიქიის ზონაში. სტიქიამ თელავში, განსაკუთრებით კავკასიონის ქუჩა და ალაზნის გამზირი დააზიანა.
რთული მდგომარეობაა, ალაზნის გამზირზე მდებარე ავერსის კლინიკასთან, სადაც სტიქიამ ტონობით მიწის მასა და ქვები ჩამოიტანა.
კახეთში სტიქიამ ასევე ვენახები გაანადგურა – თელავის გარდა, ძლიერმა წვიმამ სოფლებიც დააზარალა. ხევები ადიდდა წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურშიც. ადგილობრივების ნაწილს დაეხოცა პირუტყვიც. დაიტბორა თელავი- ყვარლის დამაკავშირებელი გზაც.
მძიმე ტექნიკის დახმარებით მოეწყო დროებითი ნაპირსამაგრი. სტიქიის ზონაში მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავიდნენ.















