22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა

თელავში, სადაც სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა, მუშაობა დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიულმა შტაბმა. შტაბის შემადგენლობაში შედიან როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, შტაბის წევრებმა უკვე გამართეს პირველი შეხვედრა, სადაც სამომავლო პრევენციულ ღონისძიებებზე შეჯერდნენ.

მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ქუჩების მდგომარეობის შესწავლა; გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

ამ დროისთვის თელავში არ წვიმს, წყლის დონემ იკლო, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ რჩება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ადიდებულმა თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, რის შედეგადაც დაიტბორა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, აფთიაქები და კომერციული ობიექტები. დაზიანებულია ათობით ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“თაიმერის” ექსკლუზივი: თელავში სტიქიამ სასტუმრო დატბორა, სადაც გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან