თელავში შვიდი წლის გოგონას შხამიანმა გველმა უკბინა

შვიდი წლის გოგონას გველმა უკბინა. შემთხვევა თელავში,ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. ბავშვის მშობლების ინფორმაციით, გოგონამ ეზოში თამაშის დროს შუბლისა და საფეთქლის არეში ტკივილი იგრძნო.

მცირეწლოვანი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმებმა სათანადო მკურნალობა ჩაუტარეს.

ამ დროისთვის გოგონა სახლში იმყოფება, თუმცა სისხლში მცირეოდენი ცვლილებების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მას მედიკოსების მეთვალყურეობა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის რწმუნებული – ჩვენი ინფორმაციით, გატაცებული ბიჭების მდგომარეობა ნორმალურია
შემდეგი სტატიააიბღას რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება-საგარეო უწყება “თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება