თელავში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

თელავში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხზე აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრაში ბრალდებული პირი ამ დრომდე არ არის დაკავებული

banner
წინა სტატიაში​„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას“
შემდეგი სტატიასიმონეთის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს ჯარისკაცი დაშავდა