თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

რეპეტიციაში ​200-მდე სამხედრო მოსამსახურე და ცნობილი ანსამბლები ,,ერისიონი”, „ქართული ხმები” და „რუსთავი” მონაწილეობს.

დღის წესრიგის მიხედვით, ინაუგურაცია 15:00 საათზე იწყება და 49 წუთს გაგრძელდება.

წინანდალში საზეიმო მიღება გაუქმდა და მის ნაცვლად თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

ინაუგურაციის ორგანიზატორების თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციას 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ცნობილია, რომ ჩამოვა სომხეთის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ვიციე- პრემიერები და პარლამენტის თავმჯდომარეები.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ინაუგურაციის დღეს, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციაზე იქნებიან ერთად. მოქმედ პრეზიდენტს ჯარი ჩააბარებს პატაკს, ხოლო არჩეულ პრეზიდენტს ფიცის დადების შემდეგ მიესალმება ჯარი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: შიმშილობის პირველ დღეებში ცნობიერება თავისუფლდება ბალასტისაგან
შემდეგი სტატიაფოთში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა