თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი გოგონა თანატოლზე ძალადობაშია მხილებული. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 12–13 წლის მოზარდები მეზობელი სოფლის სკოლაში მივიდნენ და იქაურ ერთ-ერთ მოსწავლეს მანამდე არსებული კონფლიქტის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, გოგონები თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
















