თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ცივი იარაღით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა თელავში, ჩოლოყაშილის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილებს დაზიანებები ყელისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ისინი თელავის რაიონულ სავადმყოფოში არიან მოთავსებული. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება
შემდეგი სტატიაირაკლი ბერაია – ანგარიში „ნატო-რუსეთის ურთიერთობები“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ​