თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

თელავის რაიონში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს

“თელავის რაიონის სოფელ რუისპირში,მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია,რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება”, – ვკითხულონთ პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე ონლაინ-პლატფორმის შექმნის მომხრეა, სადაც რეჟიმის შეცვლის მსურველები დარეგისტრირდებიან
შემდეგი სტატია“ბანდიტო, კორუმპირებულო, ხარბო მინისტრო!…” – ანდრო ჭიჭინაძის დედა თიკა რუხაძეს