თელავში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებთათვის სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა

gulis eleqsiri

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით პროგრამის – “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში, თელავში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებთათვის სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა.

პროგრამის მიზანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაა.

პროგრამა მოიცავდა შემდეგ მომსახურებებს: ენდოკრინული დაავადებათა სკრინინგი, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;

მხედველობის სკრინინგი: ოფთალმოლოგის კონსულტაცია; სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).

პედიატრის კონსულტაცია; სისხლი მიმოქცევის სისტემის სკრინინგი

კარდიოლოგის კონსულტაცია; ეკგ.

ნევროლოგის კონსულტაცია;

ოჯახის ექიმის კონსულტაცია;

რადიოლოგიური კვლევა;

სამედიცინო აქცია ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წინა სტატიაშიგოცირიძე “ოცნების” კვლევაზე – „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“
შემდეგი სტატიარაულ ქირია: ბარიერის მინიმუმამდე დაწევა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს და საშიშია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის