თელავში კორონავირუსი პოლიციელს დაუდასტურდა

კახეთში კორონავირუსი პოლიციელს დაუდასტურდა.

ინფიცირებული სამართალდამცავი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლიდან არის , თუმცა გარდაბნის მუნიციპალიპიტეტში მუშაობს. მამაკაცს რამდენიმე ათეულ ადამიანთანაც ჰქონდა კონტაქტი, რის გამოც ყველა მათგანის ნიმუში ლაბორატორიაში უვე გადაიგზავნა.

პოლიციელი მშობლიურ სოფელში რამდენიმე დღის წინ იყო ჩასული; მას კონტაქტი ოჯახის წევრებთან და იმ თანასოფლელებთან ჰქონდა, რომლებიც რთველში დაეხმარნენ.

ეპიდემიოლოგები ახლა წყაროს დადგენაზე მუშაობენ და განმარტავენ, რომ ეს არის შემოტანილი შემთხვევა და კახეთის სტატისტიკაში არ განიხილება.

banner
წინა სტატიაშისაპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია ხვალ სატელევიზიო ფორმატში გაიმართება
შემდეგი სტატიათეთრიწყაროში კახა ოქრიაშვილის სარეკლამო ბანერები დააზიანეს