თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს

თელავში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. დაჭრილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიკენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე „მიშისტობაში“ და ლუწ რიცხვებში მიშა – „ბიძინისტობაში“
შემდეგი სტატია(video) ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია