თელავში გაზის ტარიფის გაზრდას “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს

თელავში, ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდას “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს. პარტიის წევრები დღეს სოფელ აკურაში ჩავიდნენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს . “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელმოწერები მთელი რაიონის მასშტაბით შეგროვდება და ენერგეტიკის სამინისტროს გაეგზავნება.
თელავში ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. 1-ელი აპრილიდან მომხმარებელს 1 კუბურ მეტრზე 48 თეთრის ნაცვლად, 59 თეთრს გადახდა მოუწევს. გაზრდილი ტარიფის შესახებ, კომპანია “ვისოლმა” აბონენტებს შეტყობინება უკვე გაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიირანი ევროპასა და რუსეთში ნავთობის ექსპორტს იწყებს
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტრო აკვაკულტურის დარგის განვითარების ხელშეწყობის პროექტს იწყებს