თელავში ძმები დაჭრეს

თელავში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმებს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

შემთხვევა ალაზნის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, 25 წლამდე კაცმა, ჯერ მეზობელ ქალზე ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგ ორი ახალგაზრდა დაჭრა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა, სადაც ორივე დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.

 

banner
წინა სტატიაშიბულგარეთი და რუმინეთი კოვიდ-19-ის საწინააღმეგო ვაქცინებს სხვა ქვეყნებს გადასცემენ
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა