თელავში ავტომობილი აფეთქდა

თელავში ავტომობილი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, ”subaru”-ს მარკის ავტომობილს ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო შემდეგ აფეთქდა. როგორც ”თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, ავტომობილში ორი მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მსუბუქად დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. რა გახდა ავტომობილის აფეთქების მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ფოთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ ბუკია
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა არჩევნებისთვის სპეციალური ბრძანება გამოსცა