15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

თელავში, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ.

დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც.

შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კირამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

ფოტო: ipn.ge

banner
წინა სტატიაშიდიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი – კობახიძის განცხადება ყოველდღე აბსურდულია
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს ანგარიში: საქართველო ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის