7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

თელავში არასრულწლოვნებმა თანატოლს სცემეს

თელავში არასრულწლოვნების მიერ თანატოლის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში თვითმხილველმა გავრცელა, რომლის თქმითაც, მოზარდს თანატოლი ბიჭები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ხოლო პროცესს სხვა არასრულწლოვნებიც ესწრებოდნენ.

“მთავარის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი პირები უკვე დადგენილია და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.

banner
წინა სტატიაშიGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მხარეებს აფრთხილებს: პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინეთ