23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

თელავში არასრულწლოვანი დაჭრეს

თელავში  არასრულწლოვანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.
დაპირისპირებას წინ უძღოდა კორპუსის მცხოვრების მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემული შენიშვნა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტის დროს ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა.
17 წლის არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიმედია: საქართველოში ჩამოსული ლიეტუველი ახალგაზრდა ქუთაისში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა, სეტყვა და მეწყრული საფრთხე – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს