თელავში, აღმაშენებლის გამზირზე სროლა იყო

თელავში, აღმაშენებლის გამზირზე სროლა იყო. ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ბიზნესმენ ფაზილ ალიევის მაღაზიის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

ფაზილ ალიევი სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილეა, რა დროსაც ადგილობრივები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ბიზნესმენი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მან კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

banner
წინა სტატიაშისანდრო რაქვიაშვილი: იცით, როგორი ბოიკოტია? – სასაცილო
შემდეგი სტატიამარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული