ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული, თელავში ჭავჭავაძის ქუჩაზე – არსებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვს ავტომობილი შეეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ამ წუთებში პირველადი დახმარება უტარდება.
ერთ-ერთი ვერსიით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადასვლა სცადა. ბავშვს ავტომობილი სწორედ ამ დროს შეეჯახა.

















