წუხელ, 3:10 წუთზე, თელავივში ბენ იეჰუდას და შოლომ ალეიხემის ქუჩების კვეთაზე, აშშ-ს საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა- გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაშავებულია 8 ადამიანი.
უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის თავდაცვის სისტემამ ვერ შეამჩნია, შესაბამისად, არც სირენის ხმა ისმოდა და რკინის გუმბათებიც არ გააქტიურებულა.
ბოლო ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ისრაელისკენ მიმავალი კიდევ 4 თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს.