თელავის შემდეგ, ბუნებრივი აირი სენაკის მოსახლეობასაც გაუძვირდა

სენაკითელავის შემდეგ, ბუნებრივი აირი სენაკის მოსახლეობასაც გაუძვირდა. ამის შესახებ ისაუბრეს დღეს სენაკში ადგილობრივებმა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამაფრთხილებელ აქციაზე. რამდენიმე დღის უკან 3500 აბონენტს 12 თეთრით გაძვირებული საფასური მიუვიდა. ისინი აცხადებენ, რომ გაძვირების შესახებ მოსახლეობა არავის გაუფთხილებია.სენაკის საკრებულოზე ეს საკითხი უკვე დააყენეს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებმა, თუმცა არანაირი პასუხი არ მიუღიათ! სენაკელებს ბუნებრივ აირს აწვდის კომპანია „გასკო+“.ბუნებრივი აირის ღირებულებამ სენაკში 60 თეთღს მიაღწია და დღეიდან მოსახლეობაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას , განცხადებას მოგვიანებით პრემიერ-მინისტრს მიაწვდიან.
აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თენგიზ გუნავამ ხელისუფლებას შეახსენა 2012 წელს გაცემული საარჩევნო დაპირებები, როცა ქართული ოცნება მოსახლეობას ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის განახევრებას პირდებოდა.

banner
წინა სტატიაში“შესაძლოა მოგვთხოვონ საჰაერო სივრცე ან ჩვენი ტერიტორია,” – ელენე ხოშტარია ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრობს
შემდეგი სტატია“დოიჩე ველე”: ბაქო მზად არის კონფლიქტი საომარი გზით მოაგვაროს