16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულას მოსახლეობა, ნაგავსაყრელის სოფლის მოშორებით გადატანას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულას მოსახლეობა, ნაგავსაყრელის სოფლის მოშორებით გადატანას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფლიდან 3 კილომეტრში მდებარე ნაგავსაყრელის დაკონსერვებას და მოშორებით მოწყობას წლებია ითხოვენ, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ არის.

აქციაზე შეკრებილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ვითარება მალე განიმუხტა.

სოფელ გულგულას მოსახლეობა აცხადებს, რომ წლებია სუნის და ანტისანიტარიის გამო ცხოვრება გაუსაძლისია, რადგან ფანჯრებს ვერ აღებენ და ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ.

ასევე, მათი განცხადებით, ნაგავსაყრელის ახლოს ჭაბურღილი მდებარეობს, რომლითაც სოფელი გულგულა სასმელი წყლით მარაგდება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ იმერეთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიავიქტორ ყიფიანი: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რიგი კითხვების წამოწევა და ბუნდოვანი პასუხების ძებნა, სახიფათოა და მავნე ექსპერიმენტია