თელავის მერიამ საახალწლო შესყიდვებზე გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა
სხვა სტატიები
თელავის მერიამ საახალწლო შესყიდვებზე გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა.
მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, ახალი წლისთვის თელავის ქუჩები ძველი ილუმინაციებით მოირთვება.
სამწუხაროდ, თელავიც შევიდა იმ ქალაქების სიაში, სადაც პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესდა. ამიტომ ტენდერი შეჩერდა. ცენტრალური ქუჩები მოირთვება ძველი ილუმინაციებითა და ინვენტარით. ეს შესყიდვები ადრევე იყო დაგეგმილი, სანამ რეგულაციები დაწესდებოდა. შარშანდელი იქნება ნაძვის ხეც.”- განაცხადა ყუშიტაშვილმა.