თელავის ცენტრს პოლიციის საგანგებო შემადგენლობა ტოვებს

ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას პოლიციელები ტოვებენ. სამართალდამცველები თელავის ცენტრს ავტობუსებითა და პიკაპებით ტოვებენ.

როგორც ცნობილია, დღეს ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად მიმდინარე აქციის გამო თელავის ცენტრში, სადაც მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია უნდა გამართულიყო, სამართალდამცველების საგანგებო მობილიზება მოხდა.

ახლა უკვე სამართალდამცველების მორიგი მობილიზების ადგილი გომბორის გზა ხდება, სადაც ოპოზიცია იკრიბება და საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: გახარია არის იშვიათი გამონაკლისი ხელისუფლებაში
შემდეგი სტატია,,სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა”