თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

თელავში, კორონავირუსით ექიმი ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა.

80 წლამდე თერაპევტი თავდაპირველად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისის ერთ ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

ცნობილია, რომ ვირუსთან ერთად, ლეტალური შემთხვევის მიზეზი თანხმლები დაავადებები გახდა.

ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა, ბოლოს კი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო.

banner
წინა სტატიაშიახალგორში, გზის ჩაკეტვის გამო, სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე – ნაკლებად არის მოსალოდნელი, „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს